საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობა

მოქალაქეობა გულისხმობს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ კავშირს. ეს კავშირი მოქალაქეს  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს.

  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია:

    1. დაბადებით;
    2. ნატურალიზაციით.

    საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:

    1. პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
    2. საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
    3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
    4. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

     

    რა შემთხვევაშია საჭირო საქართველოსთან  სამართლებრივი კავშირის დადგენა?

    თუ პირის მიერ წარმოდგენილი (მაგალითად, პირადობის მოწმობის პირველად აღებისას) და იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვერ დგინდება  აღნიშნული პირის საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ საჭირო ხდება მისი დადგენა.

    რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისთვის, რომ დაუდგინდეს საქართველოსთან სამართლებრივი  კავშირი?

    საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

    ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

    ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

    გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

     

    ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად?

    საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებს;

    საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში – საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    აღნიშნული სერვისით სარგებლობა ასევე შესაძლებელია დისტანციურად.

     

    საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით – 3X4 (განმცხადებელი ფოტოს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    „ა“ პუნქტის შესაბამისად  საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად საჭირო  დოკუმენტები:

     

    1. საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
    2. 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

    „ბ“ პუნქტის შესაბამისად საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტები:

     

    1. დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
    2. 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

     

    „გ“ პუნქტის შესაბამისად საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტები:

     

    1. საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
    2. 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები.

     

    შენიშვნა: სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ, თუმცა პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იგი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

    აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    მე-15 დღეს   – უფასო;

    მე-5  დღეს    – 40 ლარი,

    მე-3  დღეს –  60 ლარი;

    იმავე დღეს – 100 ლარი.

    საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის ფორმა

    საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის  დაკმაყოფილებაზე  უარის მიღების შემთხვევაში, შეუძლია თუ არა პირს განაცხადის შეტანა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე?

    მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შემთხვევაში, პირს შეუძლია განაცხადის შეტანა საქართველოს მოქალაქეობის  ნატურალიზაციით მოპოვებაზე.

  • ტესტები ქართულ ენაში

    ტესტები საქართველოს ისტორიაში

    ტესტები სამართლის ძირითად საფუძვლებში

    2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისთვის წარდგენამდე.

    საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგი შესაბამის პირს უფლებას აძლევს, სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება.

    ცოდნის დონის შემოწმების შედეგი ძალაშია 1 წლის განმავლობაში.

    საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისას მოწმდება გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის შემთხვევებში – სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.

    პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

    ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. გამოსაცდელი ტესტირებაზე რეგისტრაციის მოთხოვნით პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართავს სააგენტოს, იუსტიციის სახლს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    ტესტირებაზე რეგისტრაციისთვის გამოსაცდელმა უნდა წარადგინოს:

    ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით);

    გ) წარმომადგენლის მეშვეობით ტესტირებაზე რეგისტრაციისას – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    • გამოსაცდელის მიერ შესრულებული საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე, გამოსაცდელის სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.
    • გამოსაცდელი ვალდებულია, ტესტირების დაწყებამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე გამოცხადდეს ტესტირების ადგილზე, წარადგინოს სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების მსურველმა გამოსაცდელმა, რომელიც არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მისი ფოტოიდენტურობა დადგენილია – მხოლოდ სამახსოვრო ბარათი.

     სააგენტოში ტესტირების მომსახურების  ღირებულება

     ცოდნის დონის შემოწმებისთვის პირველად ტესტირება ტარდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო მეორე და ყოველი მომდევნო ტესტირებისათვის მომსახურების ღირებულება 40 ლარია.

     2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაწესებული ტესტირებისგან განთავისუფლების მსურველმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიას და წარადგინოს განთავისუფლების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/ექიმის დასკვნა ან/და სხვა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მას აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი ცოდნის დონის შემოწმებას საქართველოს სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში).

  • რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის?

    პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, კანონიერ საფუძველზე უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10  წლის განმავლობაში  (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბოლო 5 წლის განმავლობაში); მას წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში,  საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

    საქართველოში უნდა ჰქონდეს  სამუშაო ადგილი  ან/და  უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობდეს წილს ან აქციებს.

    პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

     

    როგორ შეიძლება მიენიჭოს პირს  საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით?

    დაინტერესებულმა პირმა მოქალაქეობის  ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხის განსახილველად უნდა მიმართოს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებს;

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია,  დაინტერესებულმა პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტები:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე დამატებით საჭიროა:

    1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);
    2. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
    3. საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

    1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);
    2. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
    3. საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    არასრულწლოვანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

    საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

    1. მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    2. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

    საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება ჩვეულებრივი წესით.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტები:

    1. 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    2. არასრულწლოვანის ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    3. ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    4. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

    არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტები:

    1. მშვილებლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    2. დაინტერესებული პირის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    3. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

    არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    მე-80 დღეს   – 65 ლარი;

    მე-60 დღეს – 130 ლარი;

    მე-40 დღეს – 260 ლარი;

    მე-20 დღეს   – 390 ლარი.

    ჩვეულებრივი წესით მინიჭების განცხადების ფორმა

    საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება მე-80 დღეს უფასოა სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

    საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

  • რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებისთვის?

    საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ წარმატებით აქვს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში,  საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

    პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

    როგორ შეიძლება მიენიჭოს პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით?

    მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხის განსახილველად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს  სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე დამატებით:

    1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
    2. საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;
    3. მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    4. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).
    5. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ).

    განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

    წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად ან  მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.

    მომსახურების  ვადა და ღირებულება:

    მე-80 დღეს   – 65 ლარი;

    მე-60 დღეს   – 130 ლარი;

    მე-40 დღეს   – 260 ლარი;

    მე-20 დღეს   – 390 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

    საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

  • რა შემთხვევაში შეიძლება  პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება?

    საქართველოს მოქალაქეობა პირს შეიძლება  მიენიჭოს აღდგენის წესით იმ შემთხვევაში, თუ მას ის შეუწყდა:

    • მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
    • არამართლზომიერად;
    • მშობელთა არჩევანის შედეგად.

    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის დაინტერესებულ პირს წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში (ტესტირება არ ბარდება არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე  საქართველოს  მოქალაქეობის  აღდგენის წესით მინიჭების დროს).

    პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

    ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით?

    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიულ სამსახურს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია,  პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან  საკონსულო დაწესებულებას.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს  სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

    1. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    3. მშობლების არჩევანის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    4. თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    5. აღდგენის წესით მინიჭების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვანების მიღწევისას.

    არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

    განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

    მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები პირმა შეიძლება წარმოადგინოს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის  მეშვეობით.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    30-ე დღეს – 130 ლარი;

    მე-20 დღეს – 195 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ფორმა

  • საქართველოს ტერიტორიაზე 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით, თუ დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

    პირს საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისათვის წარმატებით უნდა  ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში,  საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

    პირი, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მოქალაქეობის  საკითხთა კომისიის მიერ  შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს  ცოდნის დონის შემოწმებისგან.

    ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების მოთხოვნით?

    საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია, პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ)  ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში –  მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    1. დაბადების მოწმობის ასლი, თუ ასეთი არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში;
    2. ვინაობის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის/ ბინადრობის მოწმობის, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

    მოქალაქეობის მიღების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად, ასევე,  მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.

    განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები პირმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

    მომსახურების  ვადა და ღირებულება

    მე-80 დღეს – 65 ლარი;

    მე-60 დღეს   – 130 ლარი;

    მე-40 დღეს – 260 ლარი;

    მე-20 დღეს   – 390 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ფორმა

  • „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის  შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

    სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

     

    ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:

    ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი,

    ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

    ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;

    გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

     „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის წარმატებით უნდა  ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში,  საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

    პირი, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ  შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს  ცოდნის დონის შემოწმებისგან.

    ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა  საქართველოს  მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით?

     

    საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია, პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან  საკონსულო დაწესებულებას.

    აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციურად.

    დაინტერესებულმა პირმა საკითხის განსახილველად უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
    2. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
    3. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
    4. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

    არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

    დოკუმენტები დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

    მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის  მეშვეობით.

    მომსახურების  ვადა და ღირებულება:

    მე-80 დღეს – 500 ლარი;

    მე-60 დღეს – 700 ლარი;

    30-ე დღეს – 1 000 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმა

     

  • საქართველოს  მოქალაქეს აქვს  საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.

    პირმა შეიძლება უარი მიიღოს  მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფ

     

    ოს წინაშე  მოვალეობების შეუსრულებლობის ან სამხედრო ვალდებულებების მოუხდელობის შემთხვევაში. სამხედრო ვალდებულება ეხება მამაკაცებს 18-იდან 27 წლამდე. ეს წესი  არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირს  27 წლამდე კანონით გადავადებული ან საერთოდ მოხსნილი აქვს სამხედრო ვალდებულება. დაინტერესებული პირი მოქალაქეობიდან გასვლაზე ასევე უარს მიიღებს, თუ ბრალდებულის სახით არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

    საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

    ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;

    ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 ( განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

    ბ) 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;

    გ) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე, მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

    მომსახურების  ვადა და ღირებულება:

    30-ე დღეს – 130 ლარი;

    მე-20 დღეს – 260 ლარი;

    მე-10 დღეს – 390 ლარი.

    განცხადების დადგენილი ფორმა უნდა შეივსოს და მატერიალურად იქნეს წარდგენილი  ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად.

    საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების ფორმა

    საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მიზნით პირს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით.

    შენიშვნა: 14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-იდან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული წერილობითი თანხმობა.

    18 წლამდე ასაკის პირის მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

  • სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არცერთი სახელმწიფო, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ.

    პროცედურა

    სტატუსის დადგენის მიზნით პირს შესაბამისი განცხადებით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს  ან იუსტიციის სახლის ფილიალს.

    სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად.

    განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    განცხადების წარდგენისას სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები.

    სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე.

    განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი შეტყობინების  გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტით გაგზავნა).

    შენიშვნა:

    მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

    მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

    წარსადგენი  დოკუმენტები:

    1. განცხადება;
    2. 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
    3. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამგზავრო დოკუმენტი (ან სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლებელია, დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი).

    შენიშვნა: წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.

    უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის გაკეთებისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

    • უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
    1. საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – ასევე შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
    2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
    3. ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
    4. ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
    5. განათლება;
    6. სამუშაო ადგილი;
    7. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

    შენიშვნა: საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

    შენიშვნა: სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.

    6 თვის   ვადაში მომსახურების ღირებულება არის  უფასო.

    მოქალაქეობის არმქონის განცხადების ფორმა

  • რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობა?

    საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, კანონით განსაზღვრული პირობებით.

    პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

    ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

    ბ) არ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკის პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.

    დაინტერესებულ პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროებითი უფლებით სარგებლობისთვის წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაშ.

    პირი, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მოქალაქეობის  საკითხთა კომისიის მიერ  შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს  ცოდნის დონის შემოწმებისგან.

    ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით?

    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან  საკონსულო დაწესებულებას, ან აღნიშნული სერვისით ისარგებლოს დისტანციურად.

    საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 ( განმცხადებელი ფოტოსურათს  სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    ა)         იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

    ბ)         სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    გ)         საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროებითი უფლების  საკითხის განსახილველად წარდგენილ უნდა იქნეს:

    ა)         დაბადების მოწმობა;

    ბ)         იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

    გ)         არასრულწლოვანის მშობლისთვის  კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    დ)       სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ე)         საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ვ)         მშობლის თანხმობა;

    ზ) 14 წლის  არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე, მისი თანხმობა.

    არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

    განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

    მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის  მეშვეობით.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    მე-80 დღეს – 325 ლარი;

    მე-60 დღეს – 455 ლარი;

    30-ე დღეს – 650 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    საქართველოს-მოქალაქეობის-აღდგენის-წესით-მინიჭების-შესახებ-განცხადების-ფორმა2

     

  • რა შემთხვევაში შეძლებს პირი ისარგებლოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?

    სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

    სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

    არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვანისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

    ვის უნდა მიმართოს პირმა  საქართველოს  მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით?

    საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    აღნიშნული სერვისით სარგებლობა ასევე შესაძლებელია დისტანციურად.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

    საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის მიღების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში აგრეთვე დამატებით უნდა  წარადგინოს:

    ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

    ა) არასრულწლოვანი პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ბ) დაბადების მოწმობა;

    გ) 14 წლის არასრულწლოვანი პირის თანხმობა;

    დ) მშობლის თანხმობა.

    არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

    არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

    განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოდგენილ იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

    მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის  მეშვეობით.

    მომსახურების  ვადა და ღირებულება

    მე-80 დღეს   – 500 ლარი;

    მე-60 დღეს   – 700 ლარი;

    30-ე დღეს – 1 000 ლარი.

    საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფორმა

  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

    ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;

    ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ წარმომავლობით არის საქართველოდან ან/და მისი მშობლიური ენა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენებს.

    უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

    ა) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4 ;

    ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

    გ) სამოტივაციო წერილი;

    დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    მე-80 დღეს – 65 ლარი;

    70-ე დღეს – 130 ლარი.

     თანამემამულის განცხადების ფორმა

    საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, განცხადებას დაერთოს:

    ა)         უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი;

    ბ)         იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გაცემული დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი;

    გ)         ასევე, დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის იბერიულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას.

    თანამემამულის სტატუსის დასადგენად  პირმა უნდა მიმართოს  იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს; ხოლო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში – საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    აღნიშნული სერვისით სარგებლობა ასევე შესაძლებელია დისტანციურად.

  • „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლით გათვალისწინებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრებ  პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება იმ პირთა მიმართ, რომელთა პირადობის დადასტურება ან საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა ხდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით.

    რა შემთხვევაში სჭირდება პირს საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა?

    თუ პირის მიერ წარმოდგენილი (მაგალითად, პირადობის მოწმობის პირველად აღებისას) და იუსტიციის სამინისტროს  მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვერ დგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ საჭირო ხდება მისი დადგენა.

    რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ დაუდგინდეს საქართველოსთან სამართლებრივი  კავშირი?

    საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

    ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;

    ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

    ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად?

    დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    განცხადება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით სააგენტოს წარედგინება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. განცხადების წარდგენა, განმცხადებლის ინიციატივით, შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

    საკითხის განსახილველად საჭიროა  შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

    ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

    ბ) ფერადი ფოტოსურათი,  ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს  სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

    გ) მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    აგრეთვე, დამატებით საჭიროა:

    „ა“ პუნქტის შესაბამისად საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად:

    1) დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში დაბადების ფაქტს;

    2) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;

    3) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მისთვის ამ წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს.

    „ბ“ პუნქტის შესაბამისად საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად:

    საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უფლებამოსილ ორგანოში ასევე უნდა წარადგინოს:

    1) დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ინფორმაციას, რომ ის 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირის შვილია.

    შენიშვნა:  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ.

    განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) შეიძლება წარდგენილ იქნეს შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

    ქმედუუნარო ან/და არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. მხარდაჭერის მიმღები პირის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

    მომსახურების ვადა და ღირებულება

    30-ე დღეს – უფასო;

    მე-20 დღეს – 40 ლარი;

    მე-15  დღეს –  65 ლარი;

    მე-10  დღეს  – 100 ლარი.

    აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის განცხადების ფორმა.