მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.
ა) სტატუსის მაძიებელ პირს;
ბ) მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) მინდობილ პირს;
დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) სტატუსის მაძიებლის შვილების/ნაშვილები პირების დაბადების მოწმობებს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები;
დ) ყველა სხვა დოკუმენტს, რომლებიც აუცილებელია სტატუსის დადგენის ფაქტების უტყუარად დადასტურებისათვის.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს დამატებით უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ სტატუსის მაძიებლის შვილი/ნაშვილები დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და არ შეუძლია წარმოადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილის/ლეგალიზაციის წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობას და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს. დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 30-ე დღეს.
სტატუსის დადგენა უფასოა.