საინფორმაციო ბარათი არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის შესახებ დაცული შემდეგი ინფორმაცია:
საინფორმაციო ბარათი შესაძლებელია გაიცეს, როგორც კონკრეტული რეგისტრაციის/დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის შემცველობით მონაცემით, ასევე, რამდენიმე მათგანის ან სრული ინფორმაციის შემცველობით. საინფორმაციო ბარათში ასევე შესაძლოა აისახოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) პასპორტით მისამართზე რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საინფორმაციო ბარათის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეუძლია წარადგინოს:
დაინტერესებულმა პირმა საინფორმაციო ბარათის მისაღებად ელექტრონულად უნდა შეავსოს განაცხადი ვებგვერდზე – sda.gov.ge, ან განცხადება უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან მობილურ იუსტიციის სახლში.
მე-10 სამუშაო დღეს – უფასო
მე-5 სამუშაო დღეს – 5 ლარი
მე-2 სამუშაო დღეს – 10 ლარი
იმავე დღეს – 15 ლარი