საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადების ფაქტი დარეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი.
სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს ეცვლება მონაცემი (სახელი ან/და გვარი), ხოლო დაბადების რეგისტრაციისას მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით მოქალაქემ შეიძლება მიმართოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ.
ა) თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის, ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის, ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია;
გ) თუ განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
დ) თუ დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
შენიშვნა: „ბ“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული.
სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს:
ა) 16 წელს მიღწეულ პირს პირადად, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ორივე მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
ბ) 16 წლამდე პირის შემთხვევაში, მის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, მეორე მშობლის და 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის Fთანხმობით. მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
შენიშვნა: 16 წელს მიღწეული პირის მიერ პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ამ შემთხვევაში განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:
შენიშვნა: გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.
60 კალენდარული დღე – 75 ლარი.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: