სულადობის ცნობა არის დოკუმენტი ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელშიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით მითითებულია ინფორმაცია კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ.
სულადობის ცნობა არ შეიცავს მისამართზე დარეგისტრირებულ პირთა პერსონალურ მონაცემებს. ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მისაღებად განცხადების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
დაინტერესებულმა პირმა სულადობის ცნობის მისაღებად ელექტრონულად უნდა შეავსოს განაცხადი ვებგვერდზე – sda.gov.ge, ან განცხადება უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან მობილურ იუსტიციის სახლში.
მე-10 სამუშაო დღეს – უფასო
მე-5 სამუშაო დღეს – 5 ლარი
მე-2 სამუშაო დღეს – 10 ლარი
იმავე დღეს – 15 ლარი