სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში ხელახალი რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლი, აღნიშნული ჩანაწერიდან ამონაწერი ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა);
ბ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული, ქართულენოვანი თარგმანი;
გ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი.
სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციისთვის, გარდა დაბადებისა და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისა, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასური 50 ლარია.