ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ პოტენციალის გაძლიერება -საქართველოში ცირკულარული მიგრაციის და დიასპორის მობილიზაციის გზით

ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ პოტენციალის გაძლიერება -საქართველოში ცირკულარული მიგრაციის და დიასპორის მობილიზაციის გზით

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ინიციატივის  „პარტნიორობა მობილურობისთვის“ განვითარების პოტენციალის გამოსაყენებლად მიგრანტების, წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებისთვის სარგებლის მოტანის მიზნით, ასევე სახელმძღვანელო მითითებებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების იდენტიფიცირება ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში შემუშავებული სხვა ინიციატივებისთვის.

პროექტის აქტივობები მოიცავდა გერმანია-საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემის გამოცდას, მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და დიასპორის მობილიზაციის მხარდაჭერას. 28 სპეციალისტი დროებით დასაქმდა გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ქართული დიასპორის 55 წევრი გერმანიიდან დაბრუნდა და დასაქმდა საქართველოში, დაფუძნდა 5 საწარმო. ამას გარდა, გაძლიერდა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ქართული უწყებების შესაძლებლობები, გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების გზით, ასევე გერმანიასა და საქართველოში გამართული სხვადასხვა კონფერენციის, სემინარების, სასწავლო ვიზიტების, დიასპორისთვის გამართული დასაქმების ფორუმისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით.

განხორციელების პერიოდი: 2013-2016 წწ.

დონორი/პარტნიორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM)