„მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტი

„მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მონაცემთა ბაზების ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტი.           

პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუდმივად განახლებადი რეესტრის დანერგვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ და განახლებულ მისამართებზე საველე ჯგუფების მეშვეობით მოქალაქეთა იდენტიფიცირება და სამისამართო მონაცემებში აღმოჩენილი ცვლილებების დაზუსტება, დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება და სამისამართო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა.