სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს პროექტი – „საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“ (II ფაზა).
პროექტის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის, მათ შორის, „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის“ განხორციელების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას სერვისების გამცემ უწყებებში, სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვის გზით.
პროექტის ფარგლებში, საჯარო სერვისების გამცემ უწყებებში, სააგენტოს კოორდინაციითა და მხარდაჭერით, ტრენინგების მეშვეობით მიმდინარეობს შესაძლებლობათა განვითარება, ხოლო ექვს უწყებაში – ახალი მიდგომების დანერგვა.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.