მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი 5 თემატური პროექტი/ფაზა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი 5 თემატური პროექტი/ფაზა

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (მსსკ) მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში დაინერგა მიგრაციის მართვის ეფექტური და მდგრადი სისტემა. პროექტის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებით უზრუნველყოფილ იქნა მიგრაციის სფეროში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პერიოდში გათვალისწინებული აქტივობების შესრულების კოორდინაცია; მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებაში უწყებების მხარდაჭერა; მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შემუშავება და მართვა; გატარებული ღონისძიებების შედეგად, ვითარდება და იხვეწება მიგრაციის მართვის სისტემა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი ამოცანების შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ოფიციალური ვებგვერდი: http://www.migration.commission.ge/

განხორციელების პერიოდი: 2012-2015 წწ. (I ფაზა); 2015-2016 წწ. (II ფაზა); 2016-2019 წწ. (III ფაზა); 2019-2020 წწ. (IV ფაზა); 2020-2023 წწ. (V ფაზა)

დონორი/პარტნიორი: ევროკავშირი (EU), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახალხო დამცველის აპარატი.