მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშეწყობა და სფეროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოში
საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშემწყობის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
შეფასდა „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლისა (2011 წ.) და „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის (2014 წ.) კონვენციებთან მიერთების მიზანშეწონილობა;
გაეროს ზემოაღნიშნულ კონვენციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით მომზადდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელშიც აისახა როგორც გაეროს 1961 წლის, ასევე მოქალაქეობის შესახებ 1997 წლის ევროპული კონვენციების პრინციპები, შემუშავდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი, შეტანილ იქნა ცვლილებები 11 საკანონმდებლო აქტში;
მოქალაქეობის არმქონეობის დასრულების შესახებ UNHCR-ის მიერ 2014 წელს გამოცხადებული გლობალური კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეობის არმქონეობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან ერთად მომზადდა 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
განხორციელების პერიოდი: 2012–2018 წწ.
დონორი/პარტნიორი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)