სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისის დანერგვა იუსტიციის სახლებში. აღნიშნული სერვისი ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას და „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014–2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ვალდებულების შესრულებას.
განხორციელების პერიოდი: 2013-2016 წწ.
დონორი/პარტნიორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი