„კარდაკარ“ კამპანიის იმპლემენტაცია

„კარდაკარ“ კამპანიის იმპლემენტაცია

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აღმასრულებელ კომიტეტზე საქართველოს მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა „კარდაკარ“ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა უდოკუმენტო პირებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურების ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მომართვის, ასევე, სააგენტოს მიერ ბაზის კვლევის შედეგების საფუძველზე, სააგენტომ შეისწავლა 762 პირის მონაცემი. პროექტის შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა 43 პირი, რომელთა მიმართ ჩატარდა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა) და მათ უსასყიდლოდ გადაეცათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დანარჩენების მიმართ გამოვლინდა საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის ფაქტები. ასევე, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით.

განხორციელების პერიოდი: 2022 წ.

დონორი/პარტნიორი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)