კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდზე დაფუძნებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობის დადგენის ელექტრონული სისტემა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მიერ ციფრულად ხელმოწერილი და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ ციფრული შტამპით დამოწმებული დოკუმენტების  უტყუარობის შემოწმებას.

ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს მონაცემთა გაუმჯობესებასა და დოკუმენტების უსაფრთხოების გაზრდას, ისევე როგორც  ევროკავშირის 910/2014/EC (eIDAS) რეგულაციასთან ურთიერთთავსებადობას.

განხორციელების პერიოდი:  2017-2020 წწ.