საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირება ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირება ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

პროექტის ფარგლებში დაინერგა მოკლე ტექსტური შეტყობინებების ელექტრონული სისტემა, რაც უზრუნველყოფს მშობლებისა და მეურვეებისთვის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ  მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.  ასევე მომზადდა ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი, რომლის მიზანია ბავშვის ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა აღწერის  მონიტორინგის ჩატარება. ბავშვის პირადი ბარათი ხელმისაწვდომია ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, აზერბაიჯანულად და სომხურად. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

ხანგრძლივობა:  2010–2011 წწ.

დონორი/პარტნიორი: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსი, საქართველოს პედიატრთა აკადემია.