ვლადიმერ სიჭინავას გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, მათ შორის: სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია – პროგრამირების კურსი Python; მართვის აკადემია – მართვის თანამედროვე მეთოდები; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი; დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა – სტრატეგიული დაგეგმვა; დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა – პრეზენტაციისა და წერის უნარები; მართვის აკადემია – პროექტების მართვა; მართვის აკადემია – მართვის საფუძვლები; ჩეხეთის მთავრობა – „ქართველი ექსპერტების ტრენერების ტრენინგი თაღლითური და ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენისას“; საქართველოს შეფასების ასოციაცია – სტრატეგიული დაგეგმარება; ინტეგრირებული მენეჯმენტის ჯგუფი, ტრენერების ტრენინგი.
ვლადიმერ სიჭინავა იყო რამდენიმე პროექტის მენეჯერი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის/პროცესების „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა; დისტანციური სერვისების განვითარება; მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შექმნა; შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის სისტემის შექმნა; დისტანციური მომსახურების სამსახურის საცნობარო სისტემის შექმნა.
ქართული, ინგლისური, რუსული