2009–2011წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი
2005–2009 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი
2025 წლის მარტიდან – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე
2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი
2020 წლის მარტი – 2023 წლის სექტემბერი – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ეროვნული ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებში
2019 წლის მაისი – 2020 წლის მარტი – ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომისიის თავმჯდომარე
2015 წლის იანვარი – 2020 წლის მარტი – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2014 წლის თებერვალი – 2015 წლის იანვარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
2013 წლის მარტი – 2014 წლის თებერვალი – სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, იურისტი
2013 წლის მარტი – 2019 წლის მარტი – სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, მოწვეული ტრენერი ადამიანის უფლებებში
2011 წლის აპრილი – 2013 წლის აპრილი – ა(ა)იპ „ტრენერთა საკვალიფიკაციო ცენტრი“, პროექტის კოორდინატორი გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) პროექტი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უფლება“
2010 წლის მარტი – 2011 წლის აპრილი – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პროექტის იურისტი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი
რუსუდან კოხოძეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მიღებული აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიკატი (საერთო სპეციალიზაციით). იგი 2019 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
ქართული, ინგლისური, რუსული