ხათუნა კასრაძე

თავმჯდომარის მოადგილე

დაბადების დღე: ოქტომბერი 26, 1966
ხათუნა კასრაძე

განათლება

1990–1993 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, ქიმიკოსი, დოქტორანტი

1983–1988 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი

სამუშაო გამოცდილება

ხათუნა კასრაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის: იუსტიციის სასწავლო ცენტრი – მენეჯმენტის და ლიდერშიფის სრული კურსი; ჰამბურგის მოხელეთა აკადემია – სტრატეგიული დაგეგმვა და ზოგადი მენეჯმენტი; შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), სამუშაო ვიზიტი შვედეთში, გუნდური მუშაობის წარმატების პრინციპები – მალმო, შვედეთი; შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) – ლიდერობის სტრატეგია; შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), სამუშაო ვიზიტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით – ვენა, ავსტრია; შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) – ცვლილებების მენეჯმენტი და სტრატეგია; ბაფის ბუღალტრული აღრიცხვის ცენტრი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის სრული კურსი; „საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“.

ხათუნა კასრაძე იყო რამდენიმე პროექტის მენეჯერი: „ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში“; „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“; „თანამედროვე იურისტის როლი ადამიანის უფლებების სტრატეგიის საფუძველზე“; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სკოლა“; „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“; „მიგრაციის სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის“; „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი“; „საჯარო მოხელის ბიბლიოთეკა“.

2020 წელს გახლდათ პროცესის მენეჯერი ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსზე  და საკონტაქტო პირი საერთაშორისო ექსპერტებთან.

ხათუნა კასრაძე არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე პროექტების მენეჯერი: „საარჩევნო სიების სრულყოფა – ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, „დამისამართების სისტემის სრულყოფა“, „სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია“.

იგი  არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პროექტის ავტორია.

ენები

ქართული, ინგლისური, რუსული