საქართველომ პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა

საქართველომ პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა

 

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა.
 
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ორდღიანი ნაყოფიერი მუშაობა, კოლეგებთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა შეაჯამა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის  მინისტრების მოადგილეები, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლმიძე, მისი მოადგილე ვლადიმერ სიჭინავა და სხვა ხელმძღვანელი პირები.
ქალაქ ბათუმში გამართულ ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობას და მის მიერ განხორციელებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით ხორციელდება. ასევე, განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა დისტანციურად ხელმისაწვდომი სერვისები, სერვისების დიგიტალიზაცია, მონაცემთა დაცვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სხვა.
ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.