სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქსტატმა მადლობის სიგელი გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქსტატმა მადლობის სიგელი გადასცა

სააგენტომ  მადლობის სიგელი საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში საქსტატთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და  აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს ჯილდო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა.

სააგენტო სტატისტიკური მონაცემების განახლებისათვის ყოველწლიურად აწვდის საქსტატს ინფორმაციას დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების რეგისტრაციის შესახებ.