სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და სააგენტოს ჩართულობის სხვადასხვა ასპექტი. ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას პროექტების წარმატებით განხორციელების პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო IOM-ის გლობალურ ინიციატივებს, საერთაშორისო ფორუმებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერასა და მიგრაციის მართვის სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ წარმოჩენის ხელშეწყობას.
მისიის ხელმძღვანელმა სააგენტოს თავმჯდომარეს IOM-ის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომელზეც ორიენტირებული იქნება ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.
სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს აქტიური თანამშრომლობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.
