სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის მოქალაქეებისთვის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში. 

ღონისძიება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი იყო საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ახალი პროცედურების გაცნობა, რომლებიც 2026 წლის 1 მარტიდან კანონმდებლობაში ამოქმედებული ცვლილებებით არის განსაზღვრული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თამთა ფეტვიაშვილმა შეხვედრაზე სააგენტოს შესამისი სერვისების მიღების პროცედურებსა და წესებზე ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიისთვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური და საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი და უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში გაბრიელ ლოუ.