სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, მორიგი უწყებათშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სერვისების კატალოგის შექმნის, აგრეთვე, შეფასებისა და მიწოდების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაში სერვისების მიმწოდებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეები სერვისების მიწოდების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის შესრულების კოორდინაციის მიზნით, სერვისების მიმწოდებელი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ყოველთვიურად იმართება. სააგენტო სერვისების კატალოგის შექმნისა და შეფასების საკითხებზე სხვადასხვა უწყებას ინდივიდუალურ კონსულტაციებს უწევს, მათი მხრიდან მომართვის შესაბამისად.
მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის აღსრულების ფარგლებში, უწყებათაშორისი შეხვედრები კვლავ გაიმართება.




