სახელმწიფო სევისების სააგენტომ დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს ამბროლაურში უმასპინძლა

სახელმწიფო სევისების სააგენტომ დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს ამბროლაურში უმასპინძლა

სააგენტოს პავილიონში მისულ სტუმრებს შეეძლოთ, ადგილზე გადაეღოთ სურათი, შეევსოთ საპასპორტე მონაცემები და მიეღოთ პირადობის დამადასტურებელი სამახსოვრო დოკუმენტი. იმიტირებულ პასპორტში, მოქალაქის ფოტოსურათთან და მონაცემებთან ერთად, განთავსებული იყო სააგენტოს ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შესახებ სხვადასხვა თემაზე საინტერესო სტატისტიკა.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს ასევე შეეძლოთ ვირტუალურად ემოგზაურათ ევროპის ქალაქებში. საღონისძიებო სივრცეში განთავსებული იყო ელექტრონული პირადობის (ID) მოწმობის მაკეტი, რომელზეც მსურველები  მაგნიტი-ასოებით აწყობდნენ თავის სახელსა და გვარს, შემდეგ კი სამახსოვრო სურათს იღებდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში,  დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. ბავშვებისთვის მოწყობილი იყო მეზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, ატრაქციონები.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბროლაურშიც შესრულდა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები.