გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებაზე მომართვის, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით მომართვის ვადა ორი წლით გახანგრძლივდა.
საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, უფლება აქვთ 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოგვმართონ განცხადებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის.
საქართველოს მოქალაქეებს, რომელებსაც არ შეწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით ასევე უფლება აქვთ 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოგვმართონ განცხადებით საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის.