სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან საინფორმაციო-ინტერაქტიული შეხვედრები გამართეს.

უნივერსიტეტებში ჩატარებული შეხვედრების მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის შესახებ, რომლის მიზანია საჯარო მომსახურებების დახვეწა და მომხმარებლისათვის მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა  სტუდენტებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სერვისების შექმნის, მიწოდებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის საკითხები.

შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტებმა შეავსეს სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვის საფუძველზე, თითოეული სასწავლებლიდან მოხდება ერთი სტუდენტის შერჩევა, რომელიც ინტერვიუერის სახით მიიღებს მონაწილეობას  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წამყვანი როლი უკავია საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში, სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით. რეფორმა  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.