შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან,  შრომითმა იმიგრანტმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდი.  დაინტერესებული პირი აღნიშნულ კოდს  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შედეგად მიიღებს.

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე ან შრომით იმიგრანტზე, რომელიც რეგისტრირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.