სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პანელური დისკუსიის  მონაწილეებს სერვისების მიწოდების ერთიანი მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პანელური დისკუსიის  მონაწილეებს სერვისების მიწოდების ერთიანი მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის კმაყოფილების ტენდენციები ადგილობრივი თვითმმართველობითა და სერვისებით“.

სააგენტო კოორდინაციას უწევს საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის აღსრულებას, რომლის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.

ქეთევან ბეთლემიძემ კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეებს  სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით არსებული პროგრესი გააცნო. მან მონაწილეებს სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებებით ერთიანი მიდგომების დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარა.

კონფერენცია USAID-ს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის – „მოქალაქეთა დამოკიდებულებები მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და სერვისების მიმართ“ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.