ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია მიიღოს ბინადრობის მოწმობა.
დაინტერესებულმა პირმა ბინადრობის მოწმობის მისაღებად უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლის ფილიალებს.
ბინადრობის მოწმობა არის ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი.
დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.
მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა იმ პირებზე, რომელთაც სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიენიჭათ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
პირმა, რომელიც პირველად იღებს მუდმივი ბინადრობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:
შენიშვნა: 16 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფუძველი საჭირო არ არის.
დაინტერესებულმა პირმა მოწმობის გამოსაცვლელად და ახლის მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი რეგისტრირდება პირადი განცხადების საფუძველზე.
პირმა, რომელიც პირველად იღებს დროებითი ბინადრობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:
შენიშვნა: ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები რეგისტრაციას არ გადიან.
ბინადრობის მოწმობა გაუქმდება:
მომსახურების ვადა და ღირებულება
მე-10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;
იმავე დღეს – 150 ლარი.
დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
ლტოლვილის სახელზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე 1 წლამდე ვადით.
შენიშვნა: მოწმობის საფასური გადაიხდევინება მხოლოდ მოქალაქეობის არმქონე პირებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემისას.
ბინადრობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: