მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს. ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნით პირს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლის ფილიალებს.
ა) თუ ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში, ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში;
ბ) თუ არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
გ) თუ მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ;
დ) თუ მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე მამობის დასადგენად საჭირო დოკუმენტები:
მამის განცხადების საფუძველზე მამობის დასადგენად საჭირო დოკუმენტები:
ა) დედის გარდაცვალების მოწმობა;
ბ) დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;
გ) დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;
დ) დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება.
მამობის დადგენის მოწმობა გაიცემა უფასოდ განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.