შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება.
უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი.
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება);
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. თუ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტით (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, ასევე, შემოსავლად შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები;
სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;
ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ;
ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გაითალისწინეთ: როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული, დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები, რომლითაც/რომლებითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ:
მნიშვნელოვანია: თუ ობიექტურად შეუძლებელია ზემოთ მითითებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს კანონით გათვალისწინებული შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობას.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
ბინადრობის განცხადების ფორმაბინადრობის განცხადების ფორმა
შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
სპეციალური ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
მომსახურების ვადა და ღირებულება
საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე ასევე თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელებისთვის:
მე-10 კალენდარულ დღეს 0 ლარი
კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებისთვის (უცხოელი, რომლის საქართველოდან გაძევებაც შეუძლებელია):30-ე კალენდარულ დღეს 300 ლარი
20-ე კალენდარულ დღეს 450 ლარი
მე-10 კალენდარულ დღეს 600 ლარი
სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:
ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ა.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ა.ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ა.ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:
ბ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი);
ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ბ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 350 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 500 ლარი.
მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელსა და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა) ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;
ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის საფუძვლად წარმოდგენილი უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა);
ვ) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია;
ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში, ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, სააგენტოს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა.
300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია, შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის მსხვერპლი და რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ან/და რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები, ან/და რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის, ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით.
დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, აგრეთვე, მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
დადგენილი ფორმის განცხადება;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება);
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლისა და შვილის/შვილების მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 300 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 450 ლარი;
მე-10 კალენდარულ დღეს – 600 ლარი.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების დისტანციურად შევსება
უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემულ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი;
დ) ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა;
ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრი) მიერ გაცემული ცნობა ამავე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც მიიღო მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ;
დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 350 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 500 ლარი.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და ზემოთ აღნიშნული სამი საფუძვლით გაცემული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCO-08) 25-ე კოდითა და იმავე კოდის შესაბამისი ქვეკოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობით განსაზღვრული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება);
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობისა და „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.21, 58.29, 62.01, 62.02, 62.03, 62.09, 63.1 და 63.12 კოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობის განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება);
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება)
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დადგენილი ფორმის განცხადება;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით:
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გაითალისწინეთ: თუ განცხადებაში მითითებული კოდის მეშვეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი მიგრანტის რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმება შეუძლებელია, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს ამავე სამინისტროში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მნიშვნელოვანია: IT ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება, მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.
მომსახურების ვადა და ღირებულება
90–ე კალენდარულ დღეს 500 ლარი
მე-60 კალენდარულ დღეს 750 ლარი
ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარდგენის ლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.
შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3×4;
დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
არასრულწლოვან პირზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) დაბადების მოწმობის ასლი (უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი);
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3×4;
დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვან პირზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ელექტრონული ფორმით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
მომსახურების ვადა და ღირებულება
30-ე კალენდარულ დღეს – 80 ლარი;
მე-20 კალენდარულ დღეს – 210 ლარი.
ემიგრაციის ნებართვის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა ასევე შესაძლებელია დისტანციურად
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:
ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;
ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით.
აღნიშნული სერვისის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით
მომსახურების ვადა და ღირებულება
5 კალენდარული დღის ვადაში – 65 ლარი