საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე, მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.
ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია.
ბიომეტრიული პასპორტის გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.
ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტის – 3 წელი.
სრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.
მე-10 სამუშაო დღეს -150 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი;
24 საათში – 300 ლარი;
იმავე დღეს – 350 ლარი.
საჭირო დოკუმენტაცია:
შენიშვნა: ბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია 14 წელს მიღწეულ პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
საჭირო დოკუმენტაცია:
შენიშვნა: ბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია პირს, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
16–იდან 18 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი, თუ მის სახელზე გაცემულია ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქის სახელზე ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით გაცემის 3 გზა არსებობს:
დისტანციურ რეჟიმში განაცხადის შევსების შემთხვევაში:
ბიომეტრიული პასპორტი მზადდება 2 სამუშაო დღეში და გადაეცემა ელექტრონულ განაცხადში მითითებულ პირს ან იგზავნება ფოსტით.
ბიომეტრიული პასპორტის საფასურია 300 ლარი.
წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები:
მე-10 სამუშაო დღეს გაცემის საფასური – 230 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს გაცემის საფასური – 300 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტი მზადდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში;
დოკუმენტის საფასურია 50 აშშ დოლარი.
სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
საჭირო დოკუმენტაცია:
სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით.
თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
შენიშვნა: სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელიც 2012 წლის 27 ივნისამდე მუდმივი ბინადრობის მოწმობას ფლობდა, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადა 5 წელია.
სამგზავრო პასპორტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გამოიყენება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის საქართველოდან გასვლის (გარდა საკუთარი მოქალაქეობის, ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ან იმ სახელმწიფოებისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ), საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
საჭირო დოკუმენტაცია:
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემის შემთხვევაში, ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი.
სამგზავრო პასპორტი საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა 1 წლის ვადით.
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა უფასოდ 10 სამუშაო დღეში.
დოკუმენტის მოქმედების ვადა არის 2 წელი.
ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 150 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს.
დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში, ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და ღირებულება არის:
მე-10 სამუშაო დღეს – 150 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი;
24 საათში – 300 ლარი;
იმავე დღეს – 350 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტის საფასური არასრულწლოვანი პირისთვის 75 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს.
დოკუმენტის დამზადების დაჩქარების შემთხვევაში, ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის ღირებულება არის:
მე-10 სამუშაო დღეს – 75 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 105 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი;
24 საათში – 225 ლარი;
იმავე დღეს – 275 ლარი.
მეორე და ყოველი მომდევნო აქტიური ბიომეტრიული პასპორტის საფასური 130 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს.
დოკუმენტის დამზადების დაჩქარების შემთხვევაში, ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:
მე-10 სამუშაო დღეს -130 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 160 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 195 ლარი;
24 საათში -250 ლარი;
იმავე დღეს – 270 ლარი.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 2 სამუშაო დღეში. საფასური არის 300 ლარი.
შენიშვნა: ამ შემთხვევაში არ მოქმედებს დოკუმენტის გაცემისთვის გათვალისწინებული შეღავათები.
მინდობილი პირის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის ვადა და ღირებულება:
მე-10 სამუშაო დღეს – 230 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 300 ლარი.
შენიშვნა: ამ შემთხვევაში არ მოქმედებს დოკუმენტის გაცემისთვის გათვალისწინებული შეღავათები.
საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას გათვალისწინებულია შეღავათები შემდეგ კატეგორიებზე:
პასპორტის შეცვლა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში: