პირადობის ელექტრონული მოწმობა არის პირის მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი.
პირადობის ელექტრონული მოწმობა სანდო, უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტია.
მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია. კერძოდ, პირადობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება.
პირადობის ელექტრონული მოწმობა შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილ წესებს და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის გარეთ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციით.
ამჟამად პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ გაემგზავრონ თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში.
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.
პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.
სიახლეები და ინფორმაცია პირადობის ელექტრონული მოწმობის შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: www.id.ge. ვებგვერდის მეშვეობით ასევე შესაძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის დამატებითი ფუნქციების რეალიზება.
მოქალაქემ, რომელიც პირველად იღებს პირადობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:
პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას;
ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას;
ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
თუ პირი წარმოადგენს დოკუმენტს, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და აღნიშნული სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ არის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან თუ პირი უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას, რომელიც შეიცავს QR კოდს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება ინფორმაცია გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით:
დაინტერესებულ პირს შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს. განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირის სახელზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობის გაცემის განცხადებასთან ერთად, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე.
სტატუსის შესახებ ინფორმაციის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) 2007 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი;
ბ) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და დოკუმენტზე დატანილი QR კოდის მეშვეობით გადამოწმების (ხელმისაწვდომობის) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო უკვე გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით.
პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაუქმებას.
დაინტერესებულ პირს აგრეთვე შეუძლია ზემოაღნიშნულ უფლებამოსილ ორგანოებს მიმართოს შშმ პირის სტატუსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნული სტატუსის შესახებ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:
ა) განმცხადებელი არ წარადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ);
ბ) უფლებამოსილ ორგანოში არ იძებნება ინფორმაცია პირის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
გ) პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;
დ) შეჩერებულია მასზე გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.
თუ პირი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრირებულია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან თუ პირი უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას, რომელიც შეიცავს QR კოდს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, რომლის გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით.
დაინტერესებულ პირს შეუძლია სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს. განცხადების წარდგენა შესაძლებელია, როგორც პირის სახელზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობის გაცემის განცხადებასთან ერთად, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ითვლება პირი, რომელიც სწავლობს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი);
გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (მაგისტრატურა);
დ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (დოქტორანტურა).
სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და დოკუმენტზე დატანილი QR კოდის მეშვეობით გადამოწმების ხელმისაწვდომობის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო უკვე გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის QR კოდის მეშვეობით გადამოწმება შესაძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების/სტატუსის მოქმედების პერიოდში, სანამ პირს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება/შეუწყდება.
დაინტერესებულ პირს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომობაზე უარი ეთქმება თუ:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს;
დ) შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.
დაინტერესებულ პირს აგრეთვე შეუძლია ზემოაღნიშნულ უფლებამოსილ ორგანოებს მიმართოს სტუდენტის სტატუსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნული სტატუსის შესახებ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა მფლობელის შესახებ ელექტრონულად შეიცავს ზუსტად იმავე პირად მონაცემებს, რაც ვიზუალურადაა მასზე დატანილი – მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, მოქალაქეობას, სქესს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირადი ხელმოწერის ნიმუშს.
მონაცემები დატანილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისად, რაც პირადობის ელექტრონული მოწმობის ავთენტურობის დადგენის საშუალებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
მოწმობა ასევე შეიცავს:
QR კოდის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღებადოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.
კანონმდებლობა განსაზღვრავს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის დატანის წესს – აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში, პირის თანხმობის შემთხვევაში.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით შესაძლებელია ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულდეს ელექტრონული ხელმოწერა.
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილია სპეციალური მონაცემები – ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი და მისი შესაბამისი გასაღები. ისინი უზრუნველყოფენ ელექტრონული დოკუმენტის იმგვარ დაცვას, რომ, ერთი მხრივ, შესაძლებელი იყოს თქვენი, როგორც ხელმომწერის იდენტიფიცირება, ხოლო, მეორე მხრივ, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად იწვევდეს თქვენი ხელმოწერის გაბათილებას. ამ მექანიზმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არასანქცირებული წვდომისგან დაცვას უზრუნველყოფს 6-ციფრიანი PIN კოდი, რომელიც მომხმარებელმა თავად უნდა დააყენოს ერთჯერადად, დალუქული კონვერტით გადაცემული დროებითი 5-ციფრიანი კოდის გამოყენებით.
ციფრული ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც მოთხოვნილია პიროვნების ნების გამოხატვის დადასტურება. მაგალითად, ხელშეკრულებების გაფორმებისას ან საგადასახადო ფორმების წარდგენისას.