შვილად აყვანა არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.
შვილად აყვანის დარეგისტრირება ხდება რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
შვილად აყვანის მოწმობა გაიცემა უფასოდ.