„საარჩევნო სიების სრულყოფა“

„საარჩევნო სიების სრულყოფა“

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს პროექტი – „საარჩევნო სიების სრულყოფა“, რომლის მიზანია მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დაზუსტება, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების  მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემა.

სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ვალდებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ზუსტი და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემების მქონე მეტი მოქალაქის დაფიქსირება  სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საარჩევნო სიიდან  გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების პროაქტიული ამოღება.