სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტების შესაბამისი ICAO-ს ტიპის დოკუმენტების გაცემის პროცესისა და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა მეზღვაურების მონაცემთა ბაზა, ჩანაწერების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და გაყალბებისგან დაცული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 6 ტიპის საზღვაო დოკუმენტების ბეჭდვის სისტემა. შედეგად, ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.
განხორციელების პერიოდი: 2014 წ.
დონორი/პარტნიორი: სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო