სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს მატერიალური ფორმით შედგენილი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების დიგიტალიზაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების სრულყოფას და საჯარო სერვისების ეფექტიანად მიწოდებას, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
პროექტის მიზანია: სააგენტოს მონაცემთა ბაზების სრულყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა; სანდო საიდენტიფიკაციო/სამგზავრო დოკუმენტების გაცემა; 1939 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მატერიალური ფორმით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების სრულად გაციფრულება.
პროექტის ფარგლებში ხდება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მატერიალური ფორმით შედგენილი დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, მამობის დადგენის, სახელისა და გვარის შეცვლის და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ასახვა და სკანირება.
უკვე დიგიტალიზებულია 10 000 000 სამოქალაქო აქტი.