სააგენტოში შეიქმნა ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, რომელიც შემოქმედებითი აზროვნებისა და ქცევითი მეცნიერებების თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გასავითარებლად. სააგენტოში ასევე დაინერგა იდეების გენერირებისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა – „იდეების ყუთი“, რომლის მიზანია სააგენტოს მასშტაბით ახალი იდეების, პრობლემატური საკითხებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) სერვისების ლაბორატორია შეარჩია, როგორც საჯარო სექტორის ერთ-ერთი ინოვაცია და განათავსა მსოფლიოს ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბაზაში.
განხორციელების პერიოდი: 2014 წ.
დონორი/პარტნიორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)