საჯარო სექტორის განვითარება ცენტრალური და რეგიონული სერვისების ეფექტური მიწოდების გზით
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე საჯარო სერვისების ეფექტური მიწოდება სააგენტოს ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების, ინოვაციების დანერგვის და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის გზით.
პროექტის ფარგლებში:
გაუმჯობესდა სააგენტოს საქმისწარმოების სისტემის (CMS) პროგრამული უზრუნველყოფა და დაიხვეწა სააგენტოს თანამშრომელთა კოლაბორაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის ინსტრუმენტები;
შეიქმნა დიპლომატთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტთა მართვის სისტემა, რომელმაც დიპლომატებს და მათ ოჯახებს გაუადვილა დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობა;
516,651 სამოქალაქო აქტი გადაყვანილ იქნა ციფრულ ფორმატში;
შემუშავდა და დამტკიცდა სააგენტოს ინოვაციების მართვის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა;
მუნიციპალური მართვის სისტემა (მმს) ამოქმედდა 21 მუნიციპალიტეტში; 136 მუნიციპალიტეტის თანამშრომელი გადამზადდა ICT უნარებში, ხოლო 104 – მმს-ის სისტემის მოხმარების უნარებში; 13 მუნიციპალიტეტს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა;
საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა სამოქალაქო ჩართულობის 19 ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.
განხორციელების პერიოდი: 2015–2017 წწ.
დონორი/პარტნიორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)