პროექტის ფარგლებში სააგენტოში დაინერგა ციფრული იდენტიფიკაციის სერვისი, რომელიც შეიქმნა შემოქმედებითი აზროვნების მიდგომების გამოყენებითა და სამუშაო პროცესში მომხმარებლების მაქსიმალურად ჩართვით. შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობით სხვადასხვა სერვისით სარგებლობის შესაძლებლობები. შეიქმნა მაღალი სანდოობის, სწრაფი და კომფორტული მექანიზმი, რომელიც ფიზიკურ პირს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გააზიაროს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სერვისის მისაღებად საჭირო ინფორმაცია, ხოლო ორგანიზაციას – მყისიერად მიიღოს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია სანდო წყაროდან, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსს.
განხორციელების პერიოდი: 2022 წ.