დიპლომატების ელექტრონული აკრედიტაციის პროგრამა

დიპლომატების ელექტრონული აკრედიტაციის პროგრამა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიპლომატთა ელექტრონული აკრედიტაციის პროგრამის დანერგვა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც დიპლომატებს აკრედიტაციის ელექტრონულად გავლა შეუძლიათ. სააგენტომ ასევე მოამზადა და დაამუშავა შესაბამისი მონაცემთა ბაზები, დანერგა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და შექმნა გაყალბებისგან დაცული, ინოვაციური დიზაინის მქონე ბარათები. ახალი ბარათებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ მფლობელის ვინაობის იდენტიფიცირება, არამედ დიპლომატებისათვის სხვადასხვა სერვისის მიღებაც, მათ შორის,  საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.

განხორციელების პერიოდი: 2015 წ.

დონორი/პარტნიორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), საგარეო   საქმეთა სამინისტრო