პროექტის მიზანს წარმოადგენდა შიდა ბაზარზე ელექტრონული ტრანზაქციებისთვის ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის 2014 წლის №910 რეგულაციის დანერგვის ხელშეწყობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. პროექტის ფარგლებში სააგენტოში შეიქმნა ღია წყაროზე დაფუძნებული პროგრამული საშუალებები, რაც ამარტივებს ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას და ხელს უწყობს სანდო და სამართლებრივი ძალის მქონე ელექტრონული მომსახურებების გლობალურ ურთიერთთავსებადობას.
განხორციელების პერიოდი: 2016-2019 წწ.
დონორი/პარტნიორი: ევროკავშირი (EU)