რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები. თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობასა და კომფორტულ გარემოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ ყველა იმ საჯარო სერვისით სარგებლობა, რომლებიც დიდი ქალაქების იუსტიციის სახლებში გაიცემა. ცენტრი ასევე აღიჭურვა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.
განხორციელების პერიოდი: 2011-2014 წწ. (I ფაზა); 2014-2016 წწ. (II ფაზა); 2016-2017 წწ. (III ფაზა); 2017–2020 წწ. (IV ფაზა)
დონორი/პარტნიორი: ევროკავშირი (EU), სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია, სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, სსიპ – „სმარტ ლოჯიქი“, სს „ლიბერთი ბანკი“, შპს „მაგთიკომი“