სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის თანამედროვე, საზღვაო სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა და დანერგვა. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს მიერ გაცემულ საზღვაო დოკუმენტებს მიენიჭა ლეგალური და უსაფრთხო საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტის სტატუსი. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემული მეზღვაურის მოწმობებით შესაძლებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გემებზე მუშაობა (http://europa.eu/rapid/press-release_IP-13-1152_en.htm).
ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვამ ხელი შეუწყო მეზღვაურების სწავლებისა და მუშაობის პროცესის ნორმალიზებას საერთაშორისო დონეზე. ასევე, 2014 წლის 1 ივლისიდან პირველად 15 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის იმიჯი სანდოობის თვალსაზრისით მსოფლიოს დროშების რეიტინგში ამაღლდა და ოფიციალურად შავი სიიდან ნაცრისფერ სიაში გადაინაცვლა.
განხორციელების პერიოდი: 2015 წ.
დონორი/პარტნიორი: სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო